ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა” – გელაძე

ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა – ამის შესახებ ჟურნალისტებს გელა გელაძემ განუცხადა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად იყო მისული.

“გუშინ ძალადობრივ აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთანაც ნაწილი გაწერილი იქნა სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ორი პოლიციელი, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ, დღეს შედარებით სტაბილურობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ, ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება.

მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო. საკმაოდ მაღალი სტანდარტით გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა. მინდა ასევე, საზოგადოებას იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“ – განაცხადა გელა გელაძემ.

იტვირთბა....