ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა – 34 წლის დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა.
მერაბი გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ (ჯამში 117) მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.

