თინა ბოკუჩავა მედიასთან განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ და იბრძოლონ ახალგაზრდების მომავლისათვის.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე გახდეს და მივიდეს ე.წ. საარჩევნო უბნებთან, რომელსაც საარჩევნო პროცესთან არაფერი არ აქვს საერთო, ან მოვიდეს თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვისა და კეთილდღეობისთვის.
ჭიკაიძით დაწყებული, რომელიც „თალიბანს” პიროვნებას ეძახდა და ჩვენს სარდაფებში საბურავებს ეძებდა, მხდალი მდინარაძით დამთავრებული, ყველა ძალოვანი თუ სუს-ის ივანიშვილის რუს-ქოცური უფროსი, საუბრობდა რადიკალიზაციის გეგმებზე, რადიკალურ ოპოზიციაზე და საბურავებსა და ტროტილს ეძებდნენ 13 წლის განმავლობაში. ძალადობის წყარო ყოველთვის იყო და არის, სანამ ამათ არ გავისტუმრებთ ამ კრიმინალებს ხელისუფლებიდან რუსული ოცნება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავა ასევე საუბრობს, 3 ოქტომბერს ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
„გუშინდელი თავდასხმა, იგორ ნარმანიაზე, არის კიდევ ერთი ნათელი დასტური, რომ ივანიშვილის რეჟიმს ძალიან ეშინია დღევანდელი დღის, სადაც დარწმუნებული ვარ უამრავი საქართველოს მოქალაქე მოვა. ის მეტალის საგანი ოდნავ არის აცდენილი და ღმერთმა გადაურჩინა დედას შვილი.
ეს დემონსტრაციული ძალადობრივი თავდასხმა ემსახურებოდა ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების დაშინებას, მაგრამ არავინ შეუშინდება. ეს კიდევ უფრო ცხადად წარმოადგენს მათ კრიმინალისტურ დანაშაულებრივ სახეს.
ცინიზმი მოვისმინე პაპუაშვილის, კობახიძის მხრიდან – „ნაცია და ამას იმსახურებს”. წარმოუდგენელია ამგვარი ღიად ძალადობის წახალისება. ეს კი წარმოადგენს მათ ძალადობრივ სახეს და თუ ეს ადამიანები არ მოვაშორებთ, ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია, არამც თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ევროპული არჩევანი თუ ღირებულებები”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

