პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული კრება ჩატარდება და ხელისუფლება დაბრუნდება ხალხის ხელში.
„გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია, ეს არის პირველი ეროვნული კრება, რაც ჩატარებულა საქართველოს ისტორიაში. ვიღებთ დეკლარაციას და ვიღებთ ხელისუფლებას ისევ ჩვენს ხელში და ამით ვისტუმრებთ სახლში უზურპატორ ივანიშვილს თავისი ამალით. ეს დღე უნდა იყოს და არის უკვე ისტორიული. რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნაკადი მოდის დასავლეთიდან და ამიტომ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

