საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს – ამომრჩეველი საკრებულოებსა და მერებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.
“ყველა უბანი გახსნილია, 08:00 საათიდან კენჭისყრა დაიწყო შეფერხებების გარეშე” – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
4 ოქტომბრის არჩევნებში შემდეგი პარტიები იღებენ მონაწილეობას:
„მამული, ენა, სარწმუნოება“ – #1
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ – #3
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – #5
„თავისუფალი საქართველო“ – #7
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – #8
„ძლიერი საქართველო-ლელო“ – #9
„საქართველო“ – #11
„მწვანეთა პარტია“ – #12
„სახალხო ხელისუფლება“ – #14
„გახარია საქართველოსთვის“ – #25
„გირჩი“ – #36
„ქართული ოცნება“ – #41
თბილისში მერობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული. დედაქალაქის მერობის კანდიდატები არიან:
გიორგი გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“;
კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველო“;
ზურაბ მახარაძე – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო-ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატი;
ოთარ ჭითანავა – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
კახა კალაძე – „ქართული ოცნება“;
გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“;
თეიმურაზ ბოკელავაძე – „მამული, ენა, სარწმუნოება“;
იაგო ხვიჩია – „გირჩი“.

