“გვერდიდან მომეპარა”- რას ამბობს იგორ ნარმანია, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ
0
ევროპის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეს, იგორ ნარმანიას, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად საერთო განცხადების გაკეთებას აპირებდა, თავს დაესხნენ.კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ? აქ ათასობით კამერაა და პოლიციამ რომ ამოიღოს [გამოჩნდება], გვერდიდან მომეპარა. თქვენი არავის არ ეშინია და ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა.
თავდამსხმელებს სავარაუდოდ, ბლაგვი საგნები ეჭირათ ხელში.