ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სამწუხაროა, რომ ეუთო არჩევნებს არ აკვირდება. იყო სპეკულაციები, თითქოს, დროის სიმცირე იყო, თუმცა ვხედავთ, რომ სხვა ქვეყანაში დროის მცირე ფარგლებში ისინი არჩევნებს აკვირდებიან” – გიორგი კალანდარიშვილი

სამწუხაროა, რომ ეუთო არჩევნებს არ აკვირდება – იყო სპეკულაციები, თითქოს, დროის სიმცირე იყო, თუმცა ვხედავთ, რომ სხვა ქვეყანაში დროის მცირე ფარგლებში ისინი არჩევნებს აკვირდებიან, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ეუთოსთან დაკავშირებით ჩვენ მთელი რიგი სპეკულაციები მოვისმინეთ – სამწუხაროა, რომ არ აკვირდება, იყო სპეკულაციები რომ თითქოს, დროის სიმცირე იყო, თუმცა ვხედავთ, რომ სხვა ქვეყანაში დროის მცირე ფარგლებში ისინი აკვირდებიან.

ვერავინ იტყვის, რომ კანონით განსაზღვრულ ვადებში, რომელიმე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ მოგვმართა და ჩვენ თითქოს შევქმენით რაიმე ბარიერი იმისა, რომ ვინმეს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. პირიქით, მივესალმებით, მივესალმებოდით, და მომავალშიც მივესალმებით.

როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შემთხვევაში, ყველას ინდივიდუალურად გადასწყვეტია ვინ რას დააკვირდება, რატომ დააკვირდება, ან რატომ არ დააკვირდება, ამიტომ ცესკოს ამ მხრივ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია, გარდა იმისა რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველას ვახსენებდით ვადებს და მოვუწოდებდით დროულ რეგისტრაციაზე. მზაობას ვაცხადებდით თანამშრომლობაზე, ინფორმაციის მიმოცვლაზე და ა.შ. ამიტომ ამ თვალსაზრისით ვერ მივიღებთ ვერანაირ შენიშვნას” [IPN-ის ცნობით] – განაცხადა კალანდარიშვილმა.

იტვირთბა....