რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
“რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე?
პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!
იმიტომ რომ ჩუმად ყოფნა ნიშნავს თანხმობას, შეგუებას ძალადობასა და უსამართლობაზე.
იმიტომ რომ ერთად ძლიერები ვართ!
უზურპატორი უნდა წავიდეს!
ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!” – წერს ვაშაძე.

