ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

PACE “ოცნების” ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას მხარი ასამბლეის 68 წევრმა დაუჭირა (7წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ სტანდარტებს. რეზოლუციის პროექტი აკრიტიკებს ხელისუფლების იზოლაციურ პოლიტიკას, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას, ასევე „უცხოური გავლენის“ კანონებს.

“საქართველოში დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. ის ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ” – წერია რეზოლუციის პროექტში.

PACE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და აცხადებს მზადყოფნას დიალოგისთვის.

იტვირთბა....