ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, თუ აქ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ” – გიორგი ბაჩიაშვილი

ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, თუ აქ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ, – ამის შესახებ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში აცხადებს.

როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, ის საქმეები, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მართლმსაჯულებას არ ასახავს.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ ყველაფერს სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ საქმეებში პირდაპირ ჩანს, რომ კულუარებში პარალელური პროცესი მიმდინარეობს, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ როდის რა საქმე უნდა განიხილონ.

წინა სასამართლო ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად. ის საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება. ეს კი მომჩივნის დაკვეთა იყო და ამ დაკვეთის გარშემო მიმდინარეობს საქმე. ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ეკუთვნოდა ბიტკოინი. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ინვესტორი იყო. ბიძინა ივანიშვილიგან ნასესხები თანხა, მე მას 1 წელიწადში დავუბრუნე. სასამართლომ კი მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი ინვესტორი იყოო. შემდეგ დადგინდა, რომ თურმე მესაკუთრე ყოფილა. ივანიშვილის დაკვეთა იყო, რომ მაქსიმალურად თანხის გამოძალვა მომხდარიყო[…]

ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროპაგანდა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირველი პირები ეწეოდნენ.

დავალება იყო მიცემული, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მე ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, აქ თუ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ”,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

იტვირთბა....