გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის სახელმწიფო უწყება ავრცელებს.
„დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. ჩვენ მკაფიო გზავნილი გადავეცით: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.

