ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ირაკლი კუპრაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რითიც არჩევნებს დააკვირდებიან

“ლელო-ძლიერი საქართველოს” მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟდება მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები, რომლითაც არჩევნებს ლაივ-რეჟიმში დააკვირდებიან.

“წარმოგიდგენთ მაღალტექნოლოგიური, მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერებს, რომლებიც თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟდება და შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელები და გაყალბების მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან.
თითოეულმა პირმა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან აქვს დავალება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნების გაყალბებაში, უნდა იცოდნენ, რომ აუცილებლად იქნებიან იდენტიფიცირებულები. მათ დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის წინაშე სისხლის სამართლის პასუხისგება მოუწევთ იმ მთავარი დანაშაულისთვის, რაც საქართველოსა და თბილისის მოქალაქეებისთვის მომავლის წართმევა და არჩევნების გაყალბებაა. ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება. დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებზე და საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ყველა შანსი უნდა გამოიყენონ რუსული რეჟიმისა და ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

 

იტვირთბა....