ახალი ამბები მთავარი

“ნაციონალური მოძრაობა” ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  პარტიის წევრისა და თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრის ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამ დაკავებას აფასებენ, როგორც რეპრესიას და მოახლოებული 4 ოქტომბრის არჩევნების შიშს უკავშირებენ.

„დღეს მათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა წითელი ხაზი წაშლილია. ისინი მოსვლის დღიდანვე არ აღიარებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავენ კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური განცხადებების გამო ციხეში უშვებენ. ივანიშვილის ბანდას შიში 4 ოქტომბრის მოახლოებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა, ამიტომ მნიშვნელოვანია დარჩენილ დღეებში არ ავყვეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებას თავის სათქმელს მშვიდობიანად, კანონიერად, კონსტიტუციურად ეტყვის! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო სულ მალე მოეღება, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება და დავუბრუნდებით ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, ღირსეული საქართველოს მშენებლობას!“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....