ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტელეკომპანია „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს ჰოლანდიური საგამოძიებო მედიაპროექტის სტატიის მიხედვით გაკეთებულ კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარ პროპაგანდისტულ საშუალებას – ტელეკომპანია „იმედს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მეტი დეტალი აღმოაჩინა: ბიძინა ივანიშვილი „იმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს.

“2025 წლის 8 სექტემბერს, ჰოლანდიურმა საგამოძიებო მედია პროექტმა Follow the Money გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარ პროპაგანდისტულ საშუალებას – ტელეკომპანია „იმედს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მეტი დეტალი აღმოაჩინა:

ბიძინა ივანიშვილი „იმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს.
2022 წლის ბოლოს „იმედის“ სასესხო დავალიანება ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მიმართ მინიმუმ 61 მლნ ლარი იყო.
„ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებულ სხვა კომპანიებთან ერთად დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც იმედის დაფინანსების 50%-ს აღწევს.
„იმედის“ დაფინანსება შეღავათიანი სესხებით ხდება. 2023 წელს ტელეკომპანიას 331 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის 2 მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე არიან (დაკავშირებული კომპანიების საშუალებით).
კომპანია ზარალზე მუშაობს. 2023 წლის ბოლოს, მას 388 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა დაგროვილი”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტვირთბა....