ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სუს-ის ცნობით, თბილისის საკრებულოს წევრი, ზვიად კუპრავა დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ზვიად კუპრავა დააკავეს.
როგორც სუს-ი აცხადებს, ზვიად კუპრავა დაკავებულია ვიდეომიმართვის გამო, სადაც ის 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისკენ მოუწოდებდა.
“გამოძიების მასალების მიხედვით 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად მან შესაბამისი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება ივანიშვილად მოიხსენია. რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას.
მან ჩაიდინა სსკ-ის 317, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს” –  განაცხადეს სუს-ში.
იტვირთბა....