საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში “გრანტების კანონთან” დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა. ისინი ასაჩივრებენ “გრანტების კანონის” ე-61 მუხლს, რომელიც ნტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საიას წინააღმდეგ მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო მონიტორინგის პროცესი, რომელიც “მასობრივად დაიწყო და დღეისათვის, 60-ზე მეტი ორგანიზაციის მიმართ მიმდინარეობს.
“გრანტების შესახებ“ კანონის სადავო ნორმა ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს განუზომელ უფლებამოსილებას, სასამართლოს თანხმობით, არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ბანკებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები, ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა. გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციებს დაუდგინა სამდღიანი ვადა დიდი მოცულობის ინფორმაციის წარსადგენად. „გრანტების შესახებ“ კანონი არ განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოს ბრძანებით მოთხოვნილი ინფორმაცია. ეს გარემოება ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს არაგონივრულად მცირე ვადების დაწესების შესაძლებლობას, რაც ორგანიზაციებს დამატებით ბარიერებს უქმნის და შეუსაბამოა კონსტიტუციის დებულებებთან” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

