ენმ-ის ლიდერის, სოფო ჯაფარიძის თქმით, “ოცნების“ თითოეული წვერი ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი.
როგორც ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ეს ყველამ კარგად იცის, რადგან დაინახეს, რომ მას არც ახლობელი აინტერესებს და არც ნათესავი.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, “ივანიშვილი მხოლოდ იმიტომ არის დღეს აქ, რომ მისი ქონება დაიცვას და ამისთვის ყველას და ყველაფერს გადაუვლის.“
“ოცნების“ თითოეული წევრის ბედი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი, მათ ეს ძალიან კარგად იციან. მათ დაინახეს, რომ მას არ აინტერესებს დედამიწის ზურგზე არავინ, არც ნათესავი, არც ახლობელი, მას პირდაპირ აქვს საჯაროდ ნათქვამი. ის მხოლოდ იმიტომ არის დღეს აქ, რომ დაიცვას მისი ქონება. ამისთვის გადაუვლის ყველას და ყველაფერს და მივა ყველასთან, მინისტრებთანაც, მოადგილეებთანა, ამიტომ, თუკი ვინმეს უნდა და ხელს შეუწყობს “ქართული ოცნების“ დასრულებას, ხელს შეუწყობს ამ ბოროტების მანქანისვე შემქმნელები. ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველი ხალხი გავაერთიანოთ. ის რომ ქართველს ქართველი სძულს, ეს უნდა დასრულდეს, ერთ მუშტად შეკრული უნდა იყოს ქართველი ერი, რადგან ჩვენ სულში და გენშია ეს,- განაცხადა ჯაფარიძემ.

