ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს – თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან და მათ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.

ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ წაყენებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....