ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციების სიაში შეიყვანეს შს მინისტრის მოადგილე ლექსანდრე დახარველიძე, პროკურორი ლაშა კოტრიკაძე და მოსამართლეები: ნინო გალუსტაშვილი, კობა ჩაგუნავა და მიხეილ ჯინჯოლია.
როგორც ჩეხეთის საგარეო უწყება აცხადებს, სანქცირებული პირები საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალადობრივი გზით ჩახშობაში არიან პასუხისმგებელნი.

