ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს” – ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე

“მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს” – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

“ჩვენი ბრძოლა მდგრადობისთვის, რა თქმა უნდა, არ არის უკრაინელი ხალხის შეიარაღებული გმირული მდგრადობა, არამედ ის ძალიან მშვიდობიანია და საშუალებების გარეშე, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი საშუალება, გარდა სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობისა თავდასხმების წინააღმდეგ, რომლებიც ყველა ფრონტზე ხდება, მათ შორის უახლესი, რაც რუსულმა სახელმძღვანელომ შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე 308 დღეა პროტესტს გამოხატავენ თბილისის ქუჩებში. არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ოჯახებს, მშობლებსა და ბებია-ბაბუებსაც კი ესხმიან თავს, რადგან აქამდე ვერაფერი შეაჩერებდა ამ ადამიანებს, რომ განაგრძონ თბილისის ქუჩებში გამოსვლა, ძალიან მშვიდობიანად გამოსვლა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ 308 დღის განმავლობაში მომიტინგეებს არც ერთი ვიტრინა არ ჩაუმსხვრევიათ.

არ ვსაუბრობ პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. თუმცა, ვიმეორებ, ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მდგრადობა დღევანდელ მსოფლიოში საკმარისი არ არის, თუ გარედან ყურადღება არ იქნება და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დღეს საქართველოს აქვს, ალბათ ის არის, რომ ის პატარა ქვეყანაა, რომლის იზოლაციაში მოქცევასაც ამ ქვეყნის მმართველი პარტია მოსკოვის წაქეზებით ცდილობს“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა

იტვირთბა....