არ ვარ დამნაშავე. შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება, – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა და პროკურატურის მიერ, მისი მშობლების სისხლისსამართლებრივ დევნას გამოემხაურა.
როგორც ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს სამართლიანად ვერ აღიქვამს.
„ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ვერ იქნება სამართლებრივი. მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი. ჩემი ქმედება აუცილებელი მოქმედება იყო, რომ ყველანაირი ზიანი ამერიდებინა თავიდან. ყველა პროცესი ჩემს წინააღმდეგ არის შურისძიება. ამას ემსახურება ჩემი მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც. ისინი სისხლის სამართლებრივ დამნაშავეებად გამოიყვანეს. მამაჩემი, რომელიც არის ქირურგი, ის ადამიანებს ეხმარებოდა და დედაჩემი, რომელიც ცნობილი ოჯახის ექიმია.
ეს არის უნამუსობა და ჩირქის მოცხება. ამას ადამიანობასთანაც არ აქვს კავშირი. მე ამ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება, მაგრამ, გთხოვთ, იყოთ ობიექტური [მიმართა მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიას]. არ ვარ დამნაშავე, მე მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურე”,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. [IPN-ის ცნობით]

