ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სააპელაციო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

სააპელაციო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

მოსამართლეთა პალატის მიერ, უცვლელი დარჩა სააკაშვილისთვის მისჯილი 9- წლიანი თავისუფლების აღკვეთა და ასევე, თეიმურაზ ჯანაშიასთვის მისჯილი 300 000-ლარიანი ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

იტვირთბა....