ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე კონტროლის დამყარება სურს – მაია სანდუ

რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე კონტროლის დამყარება სურს – ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ეს განცხადება კიშინიოვში, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

“რუსეთს სურს ჩვენს ქვეყანაზე კონტროლის დამყარება, რათა ის უკრაინისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენოს. აქედან მას შეუძლია ხალხის გაწვრთნა უკანონო ქმედებებისთვის ან თუნდაც დრონების გაშვება, როგორც ამას ბელარუსიდან აკეთებს“ – განუცხადა სანდუმ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა 21:00 საათზე დაიხურება.

მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის – 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის – 2%.

საზღვარგარეთ, 41 ქვეყანაში, 301 საარჩევნო უბანია გახსნილი

იტვირთბა....