ეს სასტიკი თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესორის ნამდვილ სახეს მსოფლიოს – ასე ეხმაურება ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.
“გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირეულის შემდეგ მომხდარი ეს სასტიკი თავდასხმა აშიშვლებს რუსეთის მიერ ომის შესახებ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესორის ნამდვილ სახეს მსოფლიოს“ – წერს სტუბი.

