ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა 21:00 საათზე დაიხურება.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ არჩევნებს ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ გამოცდად აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის ფართომასშტაბიანი კამპანია პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

“თუ რუსეთი მოლდოვაზე კონტროლს მოიპოვებს, შედეგები მყისიერი და სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის” – თქვა სანდუმ გასულ ორშაბათს თავის მიმართვაში.

მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის – 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის – 2%.

საზღვარგარეთ, 41 ქვეყანაში, 301 საარჩევნო უბანია გახსნილი

იტვირთბა....