თეირანის სადავო ბირთვული პროგრამის გამო გაერო ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სანქციებს აბრუნებს. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ქვეყნებს შეასრულონ გაეროს გადაწყვეტილება.
BBC-ის ცნობით, ახალი ზომები ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც შეთანხმების სამმა ევროპელმა პარტნიორმა – გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ – გააქტიურეს ე.წ. snapback-ის მექანიზმი და ირანი ბირთვული ესკალაციის გაგრძელებასა და თანამშრომლობის უარყოფაში დაადანაშაულეს.
“იმის გათვალისწინებით, რომ ირანი განმეორებით არღვევდა ამ ვალდებულებებს, E3-ს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გაეაქტიურებინა snapback- ის პროცედურა, რომლის დასრულების შემდეგაც ეს რეზოლუციები ძალაში დაბრუნდა“ – აღნიშნულია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

