ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“იმედის” გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს

იმედის“ გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს.

„ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი კიშინაუში არჩევნების გასაშუქებლად არ შეუშვეს. აეროპორტში 5-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გადამღები ჯგუფი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს, მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება.
არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან იმედის კვირის ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ“ — წერს გადაცემა „იმედის კვირა“.

იტვირთბა....