უკრაინაში რუსეთს წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი კინოიანი, სომხეთის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საქართველოდან გასვლისას დააკავეს. 5 სექტემბერს, საღამოს, სასამართლომ გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 25 სექტემბერს მიიღო.
2024 წლის 25 ოქტომბერს გიორგი კინოიანს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც „დაქირავებულ მებრძოლობას“ გულისხმობს სასამართლომ გიორგი დამნაშავედ ცნო. სომხეთში ის რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე დააკავეს.

