ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებს, შესაძლოა, მასშტაბური შედეგები მოჰყვეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვისთვის

“მოლდოვაში 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელსაც, შესაძლოა, მასშტაბური შედეგები მოჰყვეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის კუთხით” – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს უმრავლესობას პარლამენტში. პარტიას, სავარაუდოდ, სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, „პატრიოტული ბლოკი“, რომლის ყველაზე დიდი პარტიის – „სოციალისტების“ – ლიდერი, იგორ დოდონი სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

იტვირთბა....