დრონებით თავდასხმამ კრასნოდარის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთ ობიექტზე დაეცა“.
დრონის ნაწილები ასევე ტემრიუკის რაიონშიც ჩამოვარდა.
დრონით თავდასხმის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმაც განაცხადა. მისი თქმით, როსტოვში მაღაზიის შენობა და რამდენიმე მანქანა დაზიანდა.

