ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნარმანიას გადაწყვეტილებით მაღლივის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ერთი კვირით შეჩერდა

აუდიტორია 115-ის წევრებთან, მაღლივში შეხვედრის შემდეგ,  თბილისის მერმა,  დავით ნარმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  მაღლივის მიმდებარედ, ერთი კვირით, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდეს. დედაქალაქის მერმა საქმის შესასწავლად ერთკვირიანი ვადა დააწესა,  რის შემდეგაც საბოლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

აუდიტორია 115-ის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივიერსიტეტის მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ოფისის მშენებლობის გაპროტესტებას განაგრძობენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ კომპანიას უკანონოდ და უსასყიდლოდ 6 ათასი კვადრატული მიწის ფართობი გადასცა.

იტვირთბა....