ნაძალადევში, სადაც კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა მიმდინარეობს, ირაკლი კუპრაძის საუბრის დროს, ადგილზე შეკრებილებს კვერცხები ესროლეს.
ამ ინციდენტის შემდეგ, კუპრაძეს სიტყვა არ შეუწყვეტია და “ქართულ ოცნებას“ ლაყე კვერცხების პარტია უწოდა, რომელიც მისი თქმით, ასეთი სასაცილო ქმედებებით ვერაფერს გააკეთებს.
“ეს არის ქართული ოცნების სახე, ასეთი სასაცილო მცდელობებით, ვერაფერს გააკეთებენ, ეს არის მათი მინუსი, რომ დედისხელა ადამიანებს ესვრიან კვერცხებს ჩირგვებიდან, იმ ნანგრევებიდან, სადაც ახლა სკოლა უნდა იდგეს.
“ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ლაყე კვერცხების პარტიად. ლაყე კვერცხების, ლაყე დაპირებების, -თქვა კურპაძემ.

