ჩინეთმა ხუთშაბათს ექვსი ამერიკულ კომპანია შეიყვანა „არასანდო სუბიექტების სიაში“, რაც მათ ფაქტობრივად უკრძალავს ჩინეთთან ვაჭრობას.
პეკინი აცხადებს, რომ ეს კომპანიები „ტაივანთან ე.წ. სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაში არიან ჩართულნი, რაც სერიოზულად ძირს უთხრის ჩინეთის ეროვნულ სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებს“.
ეს კომპანიებია უპილოტო მანქანების მწარმოებელი Saronic Technologies, თანამგზავრული ტექნოლოგიების კომპანია Aerkomm და წყალქვეშა საინჟინრო ფირმა Oceaneering International.

