სააპელაციო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძე ეტლით მიიყვანეს.
გიორგი ჩიკვაიძემ პატიმრებისთვის განკუთვნილ ადგილას განთავსება მოითხოვა, რის შემდეგაც პენიტენციური სამსახურის თანამშრობლემა მისი თხოვნა შეასრულეს.
“ღირსეულად მომეპყარით. მე ამ ეტლში პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამსვეს და დიაგნოზიც არ მაქვს. კეთილი ინებონ და შესაბამისად მომექცნენ”, – თქვა გიორგი ჩიკვაიძემ.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 23 სექტემბერს დაიწყო. როგორც ჩიკვაიძის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, პროტესტის ეს ფორმა ზეწოლას უკავშირდება, რომელიც მასზე ხორციელდება.

