ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

როგორც პიტერ ფიშერი ამბობს, ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროსში დაიბარეს.

მე ვარ დაბარებული საგარეო საქმეთა სამონისტროს მიერ. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან უჩვეულოა. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროსში დაიბარეს.
შევალ და მოვისმენ რას მეტყვიან. მაგრამ ასევე მკაცრად უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ჩემი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული.
ასევე გავაკრიტიკებ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ კურსს, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანებასთან” – განაცხადა ფიშერმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რის გამოა დაბარებული გერმანიის ელჩი სამინისტროში.
იტვირთბა....