აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ღაზის სექტორის საკითხზე არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ღაზაში ომს დაასრულებდა.
„ჩვენ გვსურს, რომ ღაზაში ომი დასრულდეს. ჩვენ მას დავასრულებთ. შეიძლება ეს ახლავე შევძლოთ. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან უნდა დავასრულოთ ის, რაც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

