“დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დილემის წინაშეა, როგორ შეაჩეროს მშვიდობიანი თუმცა პრინციპული ხალხი, რომელიც ხელისუფლების დაბრუნებას მოითხოვს.
“ჩვენ, ასევე, პრინციპულად მშვიდობიანი ცვლილების მომხრეები ვართ და ჩემთვის იდეალური სცენარია ძალაუფლების გადაბარება ხალხისთვის ისე, რომ არავის, მათ შორის, „ქოცსაც“, თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს ხალხზე ძალადობას, ეს ბუმერანგივითვე დაუბრუნდება მას.
დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

