ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.

რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

იტვირთბა....