ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული პირები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული პირები, ზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ რომან ხორავამ  არ გაითვალისწინა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა.

საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დღევანდელ პროცესზე ითხოვა, დახურულიყო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებული სხდომა, მოტივად კი პროკურორმა პერსონალური მონაცემების გავრცელება დაასახელა.

ე.წ. ფარული ჩანაწერების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებისათვის დაკავებული პირების – ზურაბ ჯამალაშვილის, ირაკლი ფხალაძისა და გელა ღურწკაიას პროცესიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

იტვირთბა....