აღნიშნული შეხვედრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.
ზელენსკი ნიუ-იორკში დაგეგმილ ღონისძიებაზე უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს.
„გაიმართება დიდი რაოდენობით ორმხრივი შეხვედრები: ბიზნესის, ტექნოლოგიების, თავდაცვის, წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გაერთიანდება დიდ ეკონომიკურ შეხვედრაში. ასევე შედგება შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ირკვევა, რომ მოსალოდნელია, გაიმართოს შეხვედრა უკრაინისა და შეერთებული შტატების პირველი ლედებს შორის, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხს შეეხება.

