“დიდი მიზანი ის არის, რომ ამათ ვუტიროთ ყოფა” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
პოლიტიკოსმა მოსახლეობას მოუწოდა ერთი წამით დაუშვან, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ირაკლი კუპრაძემ გაიმარჯვა, თბილისის მერი გახდა და დიდ მიზანზე იფიქრონ.
მე დიდ მიზანს ვხედავ და დიდი მიზანი მამოძრავებს, დიდი მიზანი ის არის, რომ ამათ ვუტიროთ ყოფა და ყველამ ვინც ჩვენ გვტათხავს და არ უნდათ არჩევნებზე მისვლა, ერთი წამით დაუშვას – კუპრაძე რომ გახდეს თბილისის მერი და საკრებულოში უმრავლესობა… ხომ აბსოლუტურად… მარტო ქუჩაში პროტესტი ხომ არ არის, ამათ ამოვაყირავებთ მთლიანად.
მეტროს აჩერებ, ავტობუსს აჩერებ, მუნიციპალური სამსახურები აღარ მუშაობს, ერთ კვირაში დაერხევათ.
ლანძღვის და თათხვის გარეშე დიდ მიზანზე ვიფიქროთ. დიდი მიზანი არის ამათი დამარცხება, ხოდა ამისკენ გადავდგათ ნაბიჯები,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

