რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ არსებულ და ახალ საფრთხეს უპასუხოს.
„ხაზს ვუსვამ და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ამაში, რომ რუსეთს შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ არსებულ და ახალ წარმოქმნილ საფრთხეს“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრის დროს.
ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გეგმები გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით მუშავდება.
„ჩვენი გეგმები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ მუშავდება ცვალებადი გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით და სრულად და დროულად ხორციელდება“, – ამბობს პუტინი.

