ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მცდელობა იქნება ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი” – გია ვოლსკი 4 ოქტომბრის აქციაზე

რასაკვირველია, მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში, მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ის, რომ სისხლისღვრა და ფიზიკური დაპირისპირება არის აქციის მიზანი, ამას თავად [ორგანიზატორები] ამბობენ და ზოგიერთი უცხოელი აქტორიც მოუწოდებს ამისაკენ“.

იტვირთბა....