ახალი ამბები მთავარი

“საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მასზე ძლიერი პოლიტიკური ზეწოლა იმისთვის, რომ მკვლელობები და ომი რუტინად არ იქცეს” – ვოლოდიმირ ზელენკსი

“გაერო-ს გენერალური ასამბლეა მუშაობას იწყებს, ლიდერები ნიუ-იორკში იკრიბებიან და ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ყოველწლიური დიპლომატიური ღონისძიების პარალელურად მკვლელობებს სჩადის”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები და ნანგრევებიდან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

„მართვადი საჰაერო დაბომბვები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ჩვეულებრივ სახლებს დაუმიზნეს, დაზიანებულია თხუთმეტი საცხოვრებელი კორპუსი და ათი კერძო სახლი. ამ დროისთვის დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვა“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

იტვირთბა....