გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის პროცესს. აღნიშნულის შესახებ იოჰან ვადეპულმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე განაცხადა.
„გერმანიის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, სავარაუდოდ, პროცესის დასასრულს მოხდება, მაგრამ ეს პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წინსვლის ერთადერთი გზა ბრძოლის დაუყოვნებლივ დასრულება და მძევლების გათავისუფლებაა.

