არჩევნებზე მისვლა არის მართლა ბიძინას თამაში მონაწილეობა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე აცხადებს, რითიც სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება.
თენგო თევზაძის თქმით, რაც უნდა ჯღაბნონ, ჩვენ წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა უნდა გავაგრძელოთ, ერთად უნდა ჩავრეცხოთ ბანკში დალომბარდებული პოლიტიკოსები.
“გუშინ, “ლელოს” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იმაზე უფრო ცუდი რამ თქვა, ვიდრე “ყველა ვინც არჩევნებზე ვერ მივა ემსახურება ბიძინა ივანიშვილს” არის.
ბაბლიც მთავარს და არამთავარს შორის სამწუხაროდ არამთავარზე აკეთებს აქცენტს.
ქალბატონმა სალომემ თქვა ძალიან საშიში რამ, აღიარებითი ჩვენება მისცა “ფორმულაზე”.
თქვა, რომ – “ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია მომდევნო არჩევნებისთვის გაქრება”.
ეგ გათვლა აქვთ, მანდ ხედავს “ლელო” “იმედს” და შესაძლებლობას. ვერ გაქაჩეს, სისტემური ოპოზიციის როლიც კი ვერ შეასრულეს ამ ე.წ არჩევნებზე.
აქ ორი ვარიანტია, როგორ უნდა გავქრეთ ჩვენ ანუ ოპოზიცია:
პირველი: ამ ე.წ არჩევნებში მონაწილეობის მიღებით ფიქრობენ რომ ისინი “რაღაც შედეგს” დააფიქსირებენ და შემდეგ ოცნება ჩვენ გაგვაუქმებს (ეს მათვის საუკეთესო ვარიანტია).
მეორე: საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა აღარ აქვთ და იმის იმედი აქვთ რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ ჩატარდება. ფულით, დაქირავებული პოლიტიკოსებით და საკუთარი ტელევიზიებით ჩვენ 28-მდე მოგვგუდავენ.
თვითონ გააგრძელებენ “ვითომ ოპოზოციონერობას”
მესამეც არის, ჩვენ ყველას გვიჭერენ ეგენი ტელევიზიებიდან “იბრძვიან (უბრალოდ ბიძინამ იცის, რომ ამ მოცემულობაში საერთოდ ვერ გაქაჩავენ – სტრესულ გარემოში უჭირთ ოპოზიციის როლის მორგება).
“ლელოს” ოცნებას ვიყო “სასურველი ოპოზიცია” ახდენა არ უწერია. ჩვენი ბრალია რომ არ დავარქვით ამათ საქციელს სახელი და იმათი დანაშაულია, ვინც ამათ გაურიგდა “არ დარტყმის” და თვალის დახუჭვის სანაცვლოდ კონკრეტული სარგებელი მიიღო.
ამიტომ არ უნდა წახვიდეთ ამ ე.წ არჩევნებზე და მონაწილეობა არ მიიღოთ ფარსში რასაც არჩევნებად გვასაღებენ. არჩევნებზე მისვლა არის მართლა ბიძინას თამაში მონაწილეობა. რაც უნდა ჯღაბნონ, ჩვენ წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა უნდა გავაგრძელოთ, ერთად უნდა ჩავრეცხოთ ბანკში დალომბარდებული პოლიტიკოსები.
P.s რატომ არ უნდა წავიდეთ არჩევნებზე საღამოს პუნქტობრივად ჩამოვწერ
ბრძოლა ბოლომდე – ჩვენს გამარჯვებამდე” – წერს თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა “ტვ ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ არჩევნებზე არ მისვლა ბიძინა ივანიშვილის დახმარებას ნიშნავს.
“ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ღრმა შეცდომა, ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს” – თქვა სამადაშვილმა.

