დროებით ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისტორიაში პირველად გაანადგურეს ორი იშვიათი რუსული Be-12 Chaika-ს ტიპის თვითმფრინავი. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახური აცხადებს, თვითმფრინავები გუშინ, 21 სექტემბერს ჩამოაგდეს.
“დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სპეციალური დანაყოფის „მოჩვენებების“ მეთაურებმა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო, ორის რუსული Be-12 Chaika-ს ტიპის ამფიბიური თვითმფრინავი გაანადგურეს. ეს Be-12-ის ისტორიაში პირველი დამარცხებაა“ – აღნიშნავს უკრაინის სადაზვერვო სამსახური.
ყირიმზე თავდასხმის დროს მტრის Be-12 თვითმფრინავებთან ერთად, უკრაინის დაზვრევის „მოჩვენებებმა“ ჩამოაგდეს ოკუპანტების კიდევ ერთი მრავალფუნქციური ვერტმფრენი, Mi-8.

