რესტორან “კოლხეთის” მეწილის დავით სამადაშვილის შვილი გუშინ საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მან სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც Frontnews-ს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა და იმ დროისთვის 18 წლის ახალგაზრდა სახლში მარტო იყო.
“გვიან ღამით დედისთვის მიუწერია, დამირეკეო, სახლში მისულებს კი უკვე, გარდაცვლილი დახვდათ”, – აცხადებენ მეზობლები.
ამ დროისთვის თარხნიშვილის ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილის მეგობრები და ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.