უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან საბრძოლველად მზადყოფნას მოითხოვს – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბიმ განაცხადა.
“უსაფრთხოების გარანტიები, არსებითად, შემაკავებელი ფაქტორია. ეს შემაკავებელი ფაქტორი დამაჯერებელი უნდა იყოს და იმისათვის, რომ დამაჯერებელი იყოს, ის ძლიერი უნდა იყოს“ – განუცხადა სტუბმა Guardian-ს.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის დიდი შანსი არ არსებობს.
“ეს ომი მისთვის ძალიან დიდია იმისთვის, რომ წააგოს. მან, ალბათ, უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით ცივი ომის დასრულების შემდეგ, და ყველა სტრატეგიული მიზნის მიღწევაში ჩავარდა. საკითხავია, როდის მივა ის მოლაპარაკების მაგიდასთან, იმედია, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, მაგრამ ახლა მე საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“ – განაცხადა სტუბმა.

