პოლონეთში კიდევ ერთი, სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც პოლონურ მედიასთან წყაროები აცხადებენ, ეს სავარაუდოდ, 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის ნაწილია. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი ეს მე-19 რუსული დრონი იქნება, რომელიც პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე აღმოაჩინა.
პოლიციამ დრონის აღმოჩენის შესახებ შეტყობინება 20 სექტემბერს დღისით მიიღო. უპილოტო საფრენი აპარატი კენტშინის პოვიატის სოფელ კორშეში აღმოაჩინეს, რომელიც რუსულ კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება.

